რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში ქალაქ ჩუგუევი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქალაქში მნიშვნელოვანი ნგრევაა – დაზიანებულია მაღაზიების ფასადები, მაღაზიები და ავტომობილები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ჩუგუევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 წლის ბიჭი და სამი წლის გოგონაა.
“ქალაქში დაზიანდა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ავტოსადგური, სასტუმრო, მაღაზიები და მანქანები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, დარტყმა S-300 რაკეტით მოხდა.