ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე სოფელ თაგოს მოსახლეობას შეხვდა

მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის
მერი ვახტანგ ბერიძე სოფელ თაგოს მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე,
საკრებულოს წევრები ნარგიზ დეკანაძე და ირმა შავაძე და მერის
წარმომადგენელი ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ რიჟვაძე
ესწრებოდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა
პირებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების
შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, სოფელში არსებულ გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ
და მათთან ერთად იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე.

ვახტანგ ბერიძემ, ადგილობრივებს საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების
შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ასევე გააცნო სოფელ თაგოში დაგეგმილი
ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც უკვე
ტენდერი გამოცხადებულია და მალე დაიწყება მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები