აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხს. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.