მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილი დაუსწრებლად დააკავა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი დაუსწრებლად დააკავა. მის წინააღმდეგ სიძულვილის ან მტრობის გაღვივების ბრალდებით არის აღძრული საქმე.

როგორც რუსულ მედიას სასამართლოში განუცხადეს, “მამულაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეირჩა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების ან ექსტრადიციის მომენტიდან”.

მამულაშვილი ფედერალურ და საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები