ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

დაკავებულებს შორის ერთი ჩინეთის, ერთი გერმანიის, ასევე რუსეთის და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2-ი პირია. მათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები