ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ
წალენჯიხის მერიის ორ თანამშრომელს, რომელთაც დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ ბრალად, სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ.
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაბა ჯვარში მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.