მამის მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

როგორც ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმალვა არ უცდია, მათ შორის, არ განუხორციელებია მოწმეებზე ზემოქმედება.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 16 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები