გიორგი ახვლედიანი: თუ ვინმეს არ ჰქონდა წარმოდგენილი ლგბტ ლობის, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ოლიგარქიული ოჯახების უკიდეგანო შესაძლებლობები, ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკელი დიპლომატებისთვის მიწერილი წერილი ბევრ რამეზე აუხელს თვალს
თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე წარმოდგენილი ლგბტ ლობის, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ოლიგარქიული ოჯახების უკიდეგანო შესაძლებლობები, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ, ამერიკელი დიპლომატებისთვის მიწერილი წერილი, ალბათ ბევრ რამეზე აუხელს თვალს, – ამის შესახებ საუბარია POSTV-ის გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“.
გადაცემის წამყვანის, გიორგი ახვლედიანის თქმით, წერილში ბლინკენი მოუწოდებს, უფრო ზუსტად კი მოითხოვს დიპლომატიური კორპუსისგან, აღარ გამოიყენონ ადამიანების სქესის აღმნიშვნელი ისეთი ტერმინები, როგორიცაა ქალი, კაცი, მამა, დედა, ბიჭი, გოგო, ქმარი, ცოლი. აგრეთვე, ისეთი მიმართვები როგორიცაა, ქალბატონებო და ბატონებო და ა.შ. მათ მაგივრად ამერიკელი ელჩები აწი ისაუბრებენ შემდეგი ფრაზეოლოგიით: მეგობრებო, ხალხი, ყველა, თქვენ ყველა, მშობელი, შვილი, მეუღლე, ან პარტნიორი.
„მემორანდუმში წერია, რომ ამიერიდან იკრძალება ფრაზა, მამაცი კაცები და ქალები ფრონტის ხაზზე. ამის მაგივრად უნდა გამოიყენონ უფრო ნეიტრალური ენა და უმჯობესია თქვან, ექსტრემალური რეაგირების სამსახურის, მამაცი თანამშრომლები, ან უბრალოდ მამაცი ჯარისკაცები. ასეთი, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი დიპლომატიური სამსახურის დამაზიანებელი ინიციატივები, შეუძლებელია სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი სურვილით უჩნდებოდეს. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა შეექმნას ვინმეს პრობლემა, დედის და მამის, ან ბიჭის და გოგოს ხსენების დროს. უბრალოდ წარმოუდგენელია ვინ შეიძლება გააპროტესტოს სიტყვები ცოლი და ქმარი. ეს ყველაფერი აშკარად ხელოვნურად თავს მოხვეულ, ყოვლად არასაჭირო და უსაფუძვლო ისტერიას ჰგავს. ამიტომ, ძალაუნებურად ისევ ჩნდება კითხვა, ვინ არიან ასეთი ყოვლისშემძლე გავლენის მქონე ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, შეერთებულ შტატებსაც კი მოახვიონ თავს ეს გენდერული არანორმალურობა“ – ამბობს ახვლედიანი.
აქვე წამყვანი აღნიშნავს, რომ გარდა ამ ტერმინოლოგიური აბსურდისა, რასაც ბლინკენი დიპლომატებს უკანონებს, ის გვთავაზობს გენდერული იდენტობის ფსევდოლიბერალურ ახსნა -განმარტებებსაც.
„კერძოდ, სახელმწიფო მდივანი გვეუბნება, რომ სქესი ეს არაა ის, რასაც ადამიანს დაბადებისას ანიჭებენო და აქვე დასძენს, რომ სქესის განსაზღვრა თურმე შეუძლებელია ადამიანის გარეგნობით და სახელითო. დავიჯერო ამხელა თანამდებობაზე მყოფ ჩინოვნიკს მართლა ჰგონია, რომ ადამიანებს დაბადებისას სქესი თანდაყოლილი კი არ აქვთ, არამედ მათ ამ სქესს ვიღაც ანიჭებთ? ბლინკენი თავის წერილში ირწმუნება, რომ სქესი და გენდერი, საბოლოოდ, არის ის, რასაც ადამიანი მომავალში აირჩევს. სქესის მასობრივი აღრევა, ამ გარყვნილი იდეოლოგიის საფუძველია. მასზე შენდება დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის ერთნაირსქესიანი ურთიერთობები, ქორწინებები, ბავშვების ტრანსგენდერული ტრანსფორმაცია და ასე შემდეგ სიგიჟეები. დღეს ერთ ასეთ, ახალ სიგიჟეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. აქამდე თუ ყველას გვეგონა, რომ ახალდაბადებული ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო საკვები იყო დედის რძე, გადაგვარებული კაცობრიობის ახალი სტანდარტი, ბავშვის საკვებად გვთავაზობს, არც მეტი, არც ნაკლები კაცის რძეს. დიახ მამაკაცის რძეს, რომელიც მამაკაცის მკერდიდან მოედინება. ბოროტ ზღაპარს ჰგავს ხო? კი ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არანორმალურობა სულაც აღარაა უკვე ზღაპარი. ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სააგენტომ ცოტა ხნის წინ მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ მამაკაცის რძე თურმე ისეთივე სასარგებლო ყოფილა ახალდაბადებული ბავშვისთვის, როგორც მშობიარობის შემდეგ გამომუშავებული დედის რძე. და მერე რა რომ კაცის მკერდიდან რძის გამოსადენად, ამ ე.წ. კაცმა, უამრავი ჰორმონალური პრეპარატებისგან დამზადებული კოქტეილი უნდა მიიღოს. ყველასთვის გასაგებია, რომ მეძუძურობის სურვილი, მხოლოდ ჰომოსექსუალ და ტრანსგენდერ, ანუ ქალებად გადაკეთებულ კაცებს შეიძლება გაუჩნდეთ. სწორედ მათთვის იღვწის ასე მუხლჩაუხრელად მსოფლიო მედიცინა. აბა როგორ, სუროგატი დედისგან, დონორის კვერცხუჯრედიდან და დონორის სპერმით გაჩენილ ბავშვს, საკუთარ შვილად რომ გამოაცხადებ, ძუძუც ხომ შენ უნდა აწოვო? და მერე რა, რომ კაცის ბიოლოგიაში ეს არაა ჩადებული? სამაგიეროდ არსებობს ისეთი ჰორმონები როგორიცაა პროგესტინი, რომელიც რძის წარმომქმნელ ჯირკვლებს ავითარებს. არსებობს პრეპარატი დომპერიდონი, რომელიც სიგნალს აძლევს ორგანიზმს რძის გამომუშავებაზე. თუმცა ერთია უამრავი ჰორმონით მიღებული რძისებრი მასა მამაკაცის მკერდიდან და მეორე, რა უბედურება შეიძლება დამართოს ამ ქიმიურმა სითხემ ახალშობილს. მაგრამ როგორც ჩანს ბავშვები აქ მეორეხარისხოვანია, მთავარია, ჰომოსექსუალებმა და ქალად გადაკეთებულმა კაცებმა იგრძნონ თავი ბოლომდე ბედნიერად და ნამდვილ, ჯანმრთელ, ბიოლოგიურ ქალებთან გათანაბრებულად. ბავშვები კი ასეთ დროს, მხოლოდ გაუკუღმართებული სექსუალური და სქესობრივი კომპლექსების დაკმაყოფილების ინსტრუმენტები არიან“ – ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ახალი ტერმინოლოგიური სტანდარტები, მეძუძური კაცებისთვის უკვე გამზადებულია.
„მალე მოგვთხოვენ, რომ დედის რძე კი აღარ ვთქვათ, არამედ დავამკვიდროთ ტერმინი „ადამიანის რძე“. დედის რძეზე გაზრდილი ბავშვი კი არა, უბრალოდ მკერდით კვებაზე გაზრდილი. ალბათ ყველას ესმის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები შემთხვევით არ არიან გადართულები, მამაკაცის მიერ რძის გამომუშავებაზე, კაცად გადაკეთებული წვერიანი ქალების მშობიარობაზე, შვილის სპერმით და რძლის კვერცხუჯრედით დედის დაფეხმძიმებაზე და ასე შემდეგ სიგიჟეებზე. ვიცით, რომ ეს ყველაფერი მილიარდობით დოლარი ჯდება და ეს მილიარდები ჰაერიდან არ ჩნდება. ამ ფულს იხდის ის, ვინც დაინტერესებულია, რომ ყველაფერი ისეთ დონეზე აიზილოს, რომ აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ვინ რა სქესისაა, ვინ ვისგან დაფეხმძიმდება, წვერიანი ქალი იმშობიარებს თუ კაცის რძით გამოკვებავენ ბავშვებს. უნდა წაიშალოს ყველანაირი ზღვარი კაცსა და ქალს შორის, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ათეულობით გამოგონილი ახალი გენდერის ლეგალიზაცია. ერთგვაროვანი საზოგადოების შექმნას სწორედ ასეთი გენდერული დომხალიზაცია სჭირდება, სადაც აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვინ არის? ვინ როგორი დაიბადა და ვინ ვის სხეულში გრძნობს თავს კომფორტულად“ – ამბობს გადაცემის წამყვანი.