ლაშა ხუციშვილი – „ლელოს” 1000-ლარიან პენსიაზე: ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს, არათუ გაზრდის

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის” ფორმატში პარტია „ლელოს” 1000 ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

„ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება, მოხდეს პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. ფაქტობრივად, არ დარჩა არცერთ ოპოზიციური პარტია, რომელმაც ერთხმად არ აღნიშნა, რომ ეს არის არარეალური და არ ეყრდნობა არანაირ გათვლებს. ბუნებრივია ეს ემსახურება ერთადერთს, რომ შეცდომაში იქნეს შეყვანილი საქართველოს მოსახლეობა და პარტიამ გარკვეული დივიდენდები მიიღოს. დაახლოებით 6 მილიარდია დამატებით საჭირო ამ პროგრამის განსახორციელებლად. ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს არათუ გაზრდის. ამ ნაწილში მთლიანი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს იდეები არც სწორია და მათემატიკურადაც შეუძლებელია, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, 100 პროცენტს 4 წელიწადში ვერ მიიღებ. ეს მაქსიმუმ მე-5, მე-6 კლასის მათემატიკის საკითხია,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები