ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ევროკავშირის საბჭოში ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ეს არის ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პაკეტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ფართო. ის წერილობით პროცედურას გაივლის და ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Reuters-ი წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 200-მდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მაგრამ მასში არ იქნება ზომები, რომლებიც კონკრეტული სექტორების მიერ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები