გიორგი კახიანი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამოვრიცხავ

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის ამოცანაა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დააბრუნოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებასაც არ გამორიცხავს.

“პრეზიდენტის დესტრუქციული მოქმედებებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი ამოცანა არის “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დააბრუნოს და ამ გზაზე მისი მხრიდან უკვე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა მძიმე პოლიტიკური ტვირთი იქნება ეს მისთვის”, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები