უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში 1130 ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების ყველაზე დიდი რაოდენობა გაანადგურეს.

ქვეყნის გენშტაბის მონაცემით, ერთ დღეში ლიკვიდირებულია 1130 რუსი სამხედრო, ხოლო 2022 წლიდან დღემდე 406 080 ოკუპანტია განადგურებული.

რაც შეეხება მატერიალურ დანაკარგს, ორი წლის განმავლობაში უკრაინელებმა შეძლეს მტრის 6 516 ტანკის განადგურება; ჯავშანტექნიკის – 12338 ერთეული; 98 26 საარტილერიო სისტემა; 992 MLRS; 678 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 338 თვითმფრინავი; 325 ვერტმფრენი; 7560 დრონი; 1903 ფრთოსანი რაკეტა; 25 გემი/ნავი; 1წყალქვეშა ნავი; საავტომობილო ტექნიკისა და სატვირთო მანქანების – 12861 ერთეული; 1558 სპეცტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები