გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი ვეტოს ადებს, მათ შორის, ისეთ კანონპროექტს, რომელიც ევროპულია

“ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს ევროპულ კანონპროექტს ადებს.

„ზუსტად ეს არის ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და როდესაც საუბარია, რომ უნდა ვიბრძოლოთ ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, დიახ, ჩვენ ვიბრძვით ამის წინააღმდეგ“, – თქვა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები