„ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არა, მარგველაშვილს დუშეთში თავისი ქათმებიც არ მისცემდნენ ხმას“
პოეტი რეზო ამაშუკელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე საუბრობს. ამაშუკელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა დედაკაცივით არ უნდა იჭორაოს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„პრეზიდენტი რომ ხარ, დედაკაცივით არ უნდა იჭორაო. მარგველაშვილმა ძალიან კარგად იცის, ივანიშვილის მხარდაჭერა რომ არა, დუშეთში თავისი ქათმებიც არ მისცემდნენ ხმას. ახლა გამოდის და გაიძახის, არჩეული ვარო. არჩეული არა ის“, – აცხადებს ის.
პოეტი არ უარყოფს, რომ აქებდა მარგველაშვილს, თუმცა მისი თქმით, დიდი შეცდომა დაუშვა. რეზო ამაშუკელის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი და გიგა ბოკერია თანამოაზრეები არიან. „კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას შევაქე. ვთქვი, ახალგაზრდა კაცია, კარგ რაღაცებს ლაპარაკობს. მერე გავარკვიე, ვინც იყო, სად იყო გამომცხვარი, რა გაუკეთებია ქვეყნისთვის და გადავირიე. ეგ და გიგა ბოკერია აზროვნებითა და იდეებით ღვიძლი ძმები არიან. ამ „ნაციონალების“ გეგმის უკან ამერიკელებიც დგანან“, – აცხადებს პოეტი.