CIA-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი მოსალაპარაკებლად დღეს კაიროში ჩავა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი დღეს კაიროში ჩავა, სადაც, კატარის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებათა ახალ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც AFP წყაროზე დაყრდნობით წერს,  ​მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების რამდენიმეკვირიანმა მცდელობამ შედეგი ჯერ ვერ გამოიღო, ბერნს ეგვიპტეში მაღალ დონეზე ელოდებიან.

ბერნსი იმ გუნდის წევრია, რომელმაც გასულ თვეში ზავის წინადადება პარიზში განიხილა, მაგრამ წინსვლა ჯერ არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ზეწოლის შედეგად, კაიროში დელეგაციას ისრაელიც გაგზავნის, რომლის შემადგენლობაში იქნებიან Mossad-ის ხელმძღვანელი – დევიდ ბარნი და “შაბაკის” ხელმძღვანელი – რონენ ბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები