ათენში, გადამზიდავ კომპანიაში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ათენის გარეუბანში, გლიფადაში, ბერძნულ გადამზიდავ კომპანიაში სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ Ekathimerini წერს.

გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, კომპანიის ყოფილი თანამშრომელია, შენობაში შევიდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, მოკლა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ბოლოს კი თავი მოიკლა.

ყოფილი თანამშრომლების მოკვლამდე,  70 წლის თავდამსხმელმა ისინი მძევლად აიყვანა.

მედიის ინფორმაციით, საუბარია კომპანია European Navigation-ზე, რომელმაც მამაკაცი სამსახური გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები