თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი
31 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომოანია “თელასი” ავრცელებს.
ელექტრომომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, სოლომონ II, დიდი ხეივნისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისისა და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ტერევენკოსა და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავასა და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ფრანგულიანისა და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.