მექსიკაში ტურისტების ნავის გადაბრუნებას მსხვერპლი მოჰყვა

მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნის სანაპიროსთან ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ამინდის ცუდი პირობების დროს კანკუნში მუჰერესის კუნძულიდან ბრუნდებოდნენ.

16 ადამიანზე გათვლილ ნავში 19 ადამიანი იმყოფებოდა.

დაღუპულთა შორის ორი ქალი, მამაკაცი და ათი წლის ბავშვია. მათი ეროვნება დაზუსტებული არ არის.

არიან გადარჩენილებიც, მათ შორის ჩვილიც არის, ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები