ნინო ფოჩხუა: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია
“კვლავ დაიწყო საერთაშორისო მედიამ ფაქტების დაბლოკვა”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება.
„აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის საჯარო გამოსვლამ და გლობალური ომის პარტიის მხილებამ თითქოს დალაგებული ურთიერთობა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს შორის ძველ წრეზე დააბრუნა. კვლავ დაიწყო საერთაშორისო მედიამ ფაქტების დაბლოკვა, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებიდან ხდება ცნობილი, მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში ივანიშვილსა და Julius baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც ადრე, თითიდან გამოწოვილი მიზეზით.
ეს ხომ უკვე გავიარეთ, ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, ასეთ მდარე შანტაჟს დაექვემდებაროს, აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას და ისევე როგორც “კრედიტ სუისის” შემთხვევაშიც, ამ ბრძოლას მოიგებს.
ფაქტია, ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, ამიტომ არის, რომ დღეს ევროსტრუქტურები აგენტოკრატიით იმართება”, – წერს ნინო ფოჩხუა.