ედიშერ გვენეტაძე: ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას – გლობალური ომის პარტიის ანუ „დიფ სთეითის” ძალები ბიძინა ივანიშვილს უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას
„ლიბერალური ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან“, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე წერს.
გვენეტაძის განცხადებით, ეს ძალები მარტივად არ წავლენ მსოფლიო პოლიტიკური არენიდან, თუმცა, გაწმენდა-გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და ის აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი მსგავსი პროგრესული ძალების გამარჯვებით დასრულდება.
„ლიბერალური-ფაშიზმი ცდილობს კუდის მოქნევას, რაც სხვა მზაკვრობებთან ერთად იმითაც გამოიხატა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო მედია კონსულტანტს ავადსახსენებელი გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” ძალები უბლოკავენ Julius Bear-ის შესახებ საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებას. ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა ბიძინა ივინიშვილის დავისას Credit Suisse-თან.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამად ევროპაში მედიის თავისუფლება ზღაპარია და ის ჯერ-ჯერობით არის სწორედ იმ უბნელესი ძალების ხელში, რომლებიც განასახიერებენ მსოფლიო მასშტაბით ლიბერალ-ფაშიზმს.
ნათელია ისიც, რომ ეს ძალები ადვილად არ წავლენ მსოფლიო-ისტორიულ-პოლიტიკური არენიდან. ამის დასტურია ისიც თუ რა ვაკხანალია და აღებ-მიცემობაა გამეფებული ევროპულ პოლიტიკურ ელიტაში. თუმცა მძლავრი პროცესი გაწმენდა-გაჯანსაღებისა დაწყებულია და ის უეჭველად დამთავრდება სამშობლოზე უსაზღვროდ და უანგაროდ მზრუნველი ბიძინა ივანიშვილის, მისი მსგავსი კაცების ანუ მსოფლიოს პროგრესული ძალების უპირობო გამარჯვებით“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.