ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, პირის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. არსებული ინფორმაციით, კაცი მოულოდნელად გახდა ცუდად. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.