ზაქარია ქუცნაშვილი დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო სასახლეში დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ქუცნაშვილის აზრით, გიორგი მარგველაშვილთან დიალოგი აუცილებელია. დეპუტატი აპირებს გაარკვიოს, როგორ ხედავს მარგველაშვილი საკუთარ როლს – პარტინიორად კონსტიტუციის ფარგლებში, თუ პოლიტიკურ კონკურენტად.
“თუ პრეზიდენტი საკუთარ როლს ხედავს სახელისუფლო განშტოებების – მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტად, ეს მცდარი მოსაზრებაა. ეს პოზიცია მომავალშიც ბევრ პრობლემას შექმნის. ასეთ შემთხვევაში ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. მსურს, შევხვდე პრეზიდენტს და ვისაუბრო, როგორ ხედავს ის საკუთარ როლს – პარტინიორად კონსტიტუციის ფარგლებში, თუ პოლიტიკურ კონკურენტად”, – განსცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.