დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაიკითხა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დავით-გარეჯის საქმეზე დაიკითხა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივერი მელაშვილი არგუმენტების გარეშე არარელევანტურს უწოდებდა იმ რუკას, რომლის თანახმად, გარეჯი სრულად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ექცეოდა.

„სასამართლოში მსჯელობა უშუალოდ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდს ეხებოდა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებულია. თუ როგორ და რა სახით ხელმძღვანელობდა კომისია, ეს იყო მსჯელობის საკითხი. კომისიაში თავიდანვე არსებობდა ორი სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა ტიპის მასალები გამოყენებულიყო თუ არა. მთავარი საკითხია, თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი და ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს, თუ სად გადის 38 წლის ხაზი, რელევანტურია“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მელაშვილი და ილიჩოვა წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები