აშშ-ში ზამთრის შტორმს, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა  

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ CNN იტყობინება.

აშშ-ის რამდენიმე შტატში გაუსაძლისი ყინვა, დიდთოვლობა და ქარბუქია, მათ შორის, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც.

ყველაზე დიდი მსხვერპლი სტიქიას ტენესიში მოჰყვა, სადაც 14 ადამიანი დაიღუპა. დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, რამდენიმე შტატში 85 მილიონზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რთული მდგომარეობაა მოყინულ საავტომობილო გზებზეც, სადაც უკვე ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები