კახა კალაძე: მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს

“მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს და მოძრაობა აღდგენილი, ეს პირობა აუცილებლად შესრულდება”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები ძალიან მასშტაბურია.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩემთვის. აღნიშნული სამუშაოები ჩვენ აპრილის ბოლოს დავიწყეთ და მოსახლეობას შევპირდით, რომ იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა აღდგენილი. სამუშაოები ძალიან მასშტაბურია. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირულად და ახალი გზის დაგებით, გვინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შევდივართ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები