დაშავებული 17 მოქალაქე, დაზიანებული სახლები და საავადმყოფო – ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს(ფოტო,ვიდეო) 

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 12 ადამიანი საშუალო ან მსუბუქი სიმძიმის მდგომარეობაში არის ჰოსპიტალიზებული.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 10 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ხარკოვის რაიონის პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ ტიმოშკომ თქვა, რომ რაკეტები მოხვდა ძველ სამსართულიან საცხოვრებელ სახლს და გზის სავალ ნაწილს. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, საავადმყოფოც დაზიანდა.

ტიმოშკოს თქმით, საავადმყოფოში ორ სართულს ცეცხლი გაუჩნდა. თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან, დარტყმის დროს შენობაში პაციენტი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები