რუსებმა პავლოგრადი დაბომბეს – არის მსხვერპლი

25 აპრილის ღამეს, რუსი ოკუპანტები დრონებით თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის რეგიონს, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ხანძარი გაჩნდა. პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

“აგრესორმა რეგიონს დრონებით კვლავ მასიურად შეუტია. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სინელნიკოვსკის და სამაროვსკის ოლქების საწარმოების ტერიტორიაზე. რამდენიმე ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ, მრავალსართულიან შენობაში”,- აცხადებს დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი.

მისივე ცნობით, დაშავებულებიდან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მან დასძინა, რომ უკრაინულმა ძალებმა რეგიონის თავზე 11 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები