გლდანში, ავტობუსში შუა ხნის კაცი გარდაიცვალა
გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, ავტობუსში შუა ხნის კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელიც მამაკაცის გადარჩენას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის გარდაიცვალა.