„აჭარის მთავრობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამ დონემდე არ უნდა მისულიყო“
მურმან დუმბაძის ვიცე-სპიკერობის საკითხი აჭარის დეპუტაციის ფარგლებში მსჯელობის საგანი იქნება – ამის შესახებ ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა. როგორც ბოლქვაძე განმარტავს, ბოლო პერიოდში აჭარის მთავრობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამ დონემდე არ უნდა მისულიყო.
“შევიკრიბებით ჩემი კოლეგები – აჭარის მაჟორიტარები და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას. პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო, შეიძლებოდა საქმის დარეგულირება, შეიძლებოდა მოლაპარაკებები აჭარის მთავრობასთან. არ იყო საჭირო საკითხის ამ დონეზე წამოწევა”, – აცხადებს ანზორ ბოლქვაძემ.