მანანა კობახიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობს. დღესაც გავიდა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობა გაიხსნა, რომელიც იყო შეშფოთების საფუძველი. დანაშაულები დროული იხსნება. პოლიციამ შემოწმებები ძალიან აქტიურად დაიწყო და მე ვფიქრობ, პოზიტიურია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები