ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პორესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილით.