პანოპტიკუმიდან მბრუნავ ციხეებამდე – საშინელი გამოგონება პატიმრებისთვის

ცნობილია, რომ თუკი ნორვეგიის ციხეში არ იმყოფებით, განსაკუთრებული კომფორტს ვერსად იგრძნობთ. თუმცა, არსებობდა ახლომახლო ისეთი ადგილები, რომელიც ატომური ენერგიის საუკუნეშიც კი გაგაოგნებდათ თავისი შუასაუკუნოვანი პირობებით. მბრუნავი ციხეები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს და ისინი თითქმის მე-20 საუკუნის ბოლომდე მოქმედებდა.
მბრუნავი ციხეები მეტწილად ინგლისელი მეცნიერის, ჯერემი ბენტამის წყალობით გაჩნდა. ამ გენიოსის მუმიის ნახვა დღესაც შესაძლებელია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. ბენტამი მთელი ცხოვრება ადამიანების ბედნიერებაზე ოცნებობდა, მაგრამ როგორც ცნობილია, ერთის ბედნიერება ხშირად სხვის უბედურებაზეა აგებული.
ერთხელ ბენტამმა წარადგინა საინტერესო არქიტექტურული პროექტი – ახალი ტიპის ციხე „პანოპტიკუმი“. ამ დაწესებულებას უნდა ეზრუნა ინგლისის საზოგადოებისა და ციხის ბადრაგების დაცვაზე საშინელი ადამიანებისგან. შენობა უზარმაზარ არენას ჰგავდა, რომლის კედლებიც დაყოფილი იყო კამერებად. ნაგებობის ცენტრში იდგა შემაღლებული ადგილი, სადაც ერთი ბადრაგი იმყოფებოდა.
ბადრაგს პატიმრები ვერ ხედავდნენ, ხოლო თავად პატიმრები ხელისგულზე იყვნენ. ბადრაგს შეეძლო სულაც დაეძინა და არ ედევნებინა თვალი პატიმრებისთვის.  პროექტი „პანოპტიკუმი“ ხელისუფლებას ძალიან მოეწონა, თანაც არა მხოლოდ ბრიტანეთისას. ძალიან მასე ასეთი ციხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა. ერთ-ერთ მათგანში პატიმრობას კუბაზე იხდიდა პატიმარი ფიდელ კასტრო.
„დაატრიალეთ ბარაბანი, ბატონო ბადრაგო“
გავიდა რამდენიმე ათეული წელიწადი და „პანოპტიკუმი“ ვიღაცას სანატორიუმად მოეჩვენა. დაიწყეს ახალი, გაცილებით უსაფრთხო ვარიანტების ძებნა. 1881 წელს ამერიკელმა უილიამ ბრაუნმა აქამდე არნახული ფორმატი წარადგინა. მან ხელისუფლებას ბმრუნავი ციხე შესთავაზა, რომელიც საბავშვო კარუსელს ჰგავდა. პატიმრები დიდი ბარაბნის შუაში იმყოფებოდნენ. ის ბრუნავდა, ამიტომ კამერების განლაგება ყოველთვის იცვლებოდა. ეს ხელს უშლიდა აშშ-ში ციხიდან კლასიკურად გაქცევის სცენარს კედლის აფეთქებით.
ასეთი ციხიდან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. მას არ ჰქონდა ფანჯრები, პატიმრების სრულიად დეზორიენტირებულები იყვნენ სივრცეში. მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ადამიანების გასატეხად გახლდათ სამკუთხა ოთახი.
თუმცა, ხანძრის ან წყალდიდობის დროს ადამიანების სიკვდილის შესაძლებლობა მკვეთრად იზრდებოდა. კატაკლიზმების დროს ბადრაგები მხოლოდ თავის თავს შველოდნენ და არ ატრიალებდნენ ციხეს პატიმრების გამოსაშვებად.
საერთო ჯამში, აშშ-ში ასეთი 18 ციხე აშენდა, ხშირ შემთხვევაში, ორსართულიანებს აგებდნენ, მაგრამ აივოაში ასეთი სამსართულიანიც არსებობს.

Bigpicture.ru მბრუნავი ციხის სარდაფი ცენტრალური ღერძით

Bigpicture.ru "ციყვის ბორბლის" ციხის საკნები სასოწარკვეთილებითაა გაჯერებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები