როგორ გადაარჩინა „ბედის ირონიამ“ 5 წლის ბიჭუნას სიცოცხლე

„ელდარ რიაზანოვს ცხოვრებაში ჰქონდა ერთი პრინციპული მნიშვნელობის ისტორია, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებდა, თუმცა ვერ მოასწრო. ეს ისტორიაა წერილზე ალმა-ატადან (ალმათი).

„როდესაც „ბედის ირონია“ პირველად აჩვენეს, უკვე რამდენიმე წუთში მომიტანეს პირველი ტელეგრამები იმის შესახებ, რომ ამ ფილმმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა: ზოგს იმედი გაუჩნდა, ზოგმა კი დაიჯერა, რომ ცხოვრებაში საოცრებების ადგილიც არის. ასევე, იყო წერილი ქალისგან, რომელსაც თვითმკვლელობა სურდა. უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდა: საძილე აბები, გამოსამშვიდობებელი წერილი… მაგრამ ტელევიზორის ეკრანზე „ბედის ირონია“ გადიოდა. შესაძლოა, უკვე ტელევიზორის გამორთვა სურდა, მაგრამ შეყოვნდა და ფილმს ბოლომდე უყურა. წერილში ის მადლობას იხდიდა და თქვა, რომ გადაიფიქრა ამ საშინელი ნაბიჯის გადადგმა. ის სწორად „ბედის ირონიამ“ შეაჩერა.

კინორეჟისორის საფოსტო ყუთში ერთხელაც წერილები სხვა ადამიანებისგან გამოჩნდა. წერილი ალმა-ატადან, სადაც კვლავ მადლიერების სიტყვები იყო.

უცნობი ქალი, ტატიანა გრიგორის ასული წერდა: „პატივცემულო ელდარ რიაზანოვო, თქვენმა ფილმმა ჩემი შვილის სიცოცხლე იხსნა…“ და თავის ისტორია მოჰყვა:

„20 წლის წინ არ იცოდა, როგორც მოქცეულიყო: მის 5 წლის შვილს გულზე ოპერაცია სჭირდებოდა. როგორ უნდა მიეწვდინა ხმა ინსტიტუტისთვის, რომელიც ნოვოსიბირსკში მდებარეობდა, თუკი ის ალმა-ატაში ცხოვრობდა? ინტერნეტი მაშინ არ იყო, ელექტრონული ფოსტა არ იყო. გასარკვევი იყო ექიმის გვარი, რომელიც ზუსტად ამ ბიჭუნას მსგავსს შემთხვევებს მკურნალობს. საჭირო იყო მასთან მიღებაზე ჩაწერა. ქალს პანიკა ჰქონდა: ბავშვი კვდება, რამის გაკეთება შეუძლებელია. იდეა მას „ბედის ირონიამ“ მიაწოდა – გაეგზავნა წერილები ისეთ მისამართზე, რომელიც ყველა ქალაქში არსებობს.

ტატიანამ სამი წერილი დაწერა: ერთი ლენინის ქუჩაზე, ერთი მშვიდობის ქუჩაზე, ხოლო მესამე პრავდას ქუჩაზე. მან წერილები გააგზავნა ისეთ ქუჩებზე, რომლებიც ყველა საბჭოთა ქალაქში არსებობდა. ლენინის ქუჩიდან მას უპასუხეს უბრალო, კეთილმა ადამიანებმა. ახლა ტატიანასა და მის ვაჟ პავლიკს ნოვოსიბირსკში გასაჩერებელი ადგილი ჰქონდათ, ჰყავდათ ადამიანები, ვისაც თავის ტკივილს გაუზიარებდნენ, ახლობელი ადამიანები უცხო ქალაქში, სადაც ჩასვლა შეეძლოთ, როდესაც პავლიკს მეორე ოპერაცია დასჭირდებოდა. პავლიკს 20 წლის განმავლობაში ასეთი სამი ოპერაციის გაკეთება მოუწია“, – ჰყვებოდა კინორეჟისორი.

ელდარ რიაზანოვმა თავის მეუღლეს სთხოვა, ეს წერილი მოეტანა. ფიქრობდა, რომ დიდხანს მოუნდებოდა მის ძებნას, მაგრამ ქალი თითქმის ერთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, ელდარი ამ კონვერტს მთელი ცხოვრება ინახავდა, როგორც ყველაზე ძვირფას რელიკვიას. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი რეჟისორს ტონობით წერილს უგზავნიდა, მას ზუსტად ეს წერილი დარჩა:

„ის, რომ ჩემი ფილმი ამ ოჯახს დაეხმარა, წარმოუდგენელი რამაა. როდესაც ასეთ წერილებს კითხულობ, ხვდები, რომ ღირდა – დავბადებულიყავი და მემუშავა ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მე ვმუშაობ“, – ამბობდა რიაზანოვი.

წერილში მათი მისამართი იყო და გადავწყვიტე, ამ ადამიანებთან წავსულიყავი – რეპორტაჟი გამეკეთებინა… რეპორტაჟი სასწაულის შესახებ. მისამართის და გვარის გამოყენებით, ინტერნეტით, მათი ტელეფონის ნომრის შოვნა შევძელი. შობის წინა დღეს გავფრინდი, რომ რეპორტაჟი გამეკეთებინა.

პაველმა და მისმა დედამ, ტატიანამ ჩვენთვის სუფრა გაშალეს, შამპანურიც კი გამოიღეს, მაინც ახალი წელი მოდისო! მე კი ტელეფონით ელდარის ნომერი ავკრიფე, რომ მათ პირადად ესაუბრათ ადამიანთან, რომელიც ირიბად, მაგრამ ბიჭის გადარჩენაში დაეხმარათ. მახსოვს, როგორ ყვიროდა და ტიროდა ტატიანა ყურმილთან:

„მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ფილმს, ჩემი შვილი 20 წელია, ცოცხალია. როდესაც ახალი წლის წინ „ბედის ირონია“ იწყება, ჩემი გული მადლიერებით ივსება.“

დაბნეულმა ელდარმა კი უპასუხა: „მე აქ არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ, თქვენ გონიერი მაყურებელი ხართ“.

ავტორი: ალექსანდ კაზაკევიჩი -ჟურნალისტი, კინომცოდნე, მოგზაური, სცენარისტი, ტელეწამყვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები