ძლიერმა ქარმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართის 2/3. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები და უნივერსიტეტის პერსონალი.

“მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად დაცული იქნეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, მოკლე დროში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები