ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეიქმნა.­ ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, მოგლეჯილია ხეები, ხეები ავტოსადგომზე ავტომობილებს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მანქანაა დაზიანებული.

მთელი ღამის განმავლობაში, ძლიერი ქარის გამო, ბულვარში, პარკსა და სკვერებში დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ძლიერ ქარმა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას სახურავი მთლიანად გადახადა, რამაც მიმდებარე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები