ძლიერმა ქარმა და წვიმამ ყვარელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

“23 დეკემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და მოსულმა წვიმამ დააზიანა 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა”, – ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ამ ეტაპზე, ქალაქის ნაწილში აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, მოხდა გზების გაწმენდა.

სიტუაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი ადგილზე გაეცნენ. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები