დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.