მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები