ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.