„თეთრი თოვლით გვეფერება დეკემბერი“ – ზუმის პლატფორმით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები საბავშვო, შემეცნებით და მხიარულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ

2023 წლის 16 დეკემბერს, ბარბარობის წინა საღამოს, თბილისის დროით 22 საათზე, ზუმის პლატფორმით შეიკრიბნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები, საბავშვო,შემეცნებითი და მხიარული ღონისძიებაზე ,,თეთრი თოვლით გვეფერება დეკემბერი”. ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ბიწაძე, რომელიც ზუსტად 22:00 საათზე მიესალმა სტუმრებს და ღონისძიებაც დაიწყო მრავალხმიანი საშობაო სიმღერით. სიმღერა შესრულეს 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მათე ტყეშელაშვილმა და გეგა გეგელაშვილმა. შეხვედრის მონაწილეებს მიესამლა მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს “პრეზიდენტი ქალბატონი ირინე ჯგერერაია და ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ქალბატონი რუსუდან გალდავა.

ღონისძიების საპატიო სტუმარმა მაღალყოვლადუსამღვდელოება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპილიტმა მეუფე იოანემ, წმინდა ნინოს სტავრიპაგიულ მონასტერში მოღვაწე დედებთან ერთად იგალობა,დალოცა ღონისძიების მონაწილენი. დედა ნინომ, შემოიკრიბა ეკრანთან მსოფლიოს სხვადასვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები,მათ თვალწინ და მათთან ერთად დაამზადა ლობიანი პურები. ბატონ ვახტანგ ჯინჯიხაძის დახმარებით შეხვედრას შემოუერთდა ცნობილი ქართველი მხატვარი და კარიკატურისტი ზაალ სულაკაური. მხატვარმა ბავშვებს მცირე მასტერკლასით ასწავლა როგორ დაეხატათ მხიარული საშობაო ვარსკვლავი.

პრეზენტაციით „საშობაო ტრადიციები წარსდგება ნია ბურჯანაძე. ყველაზე პატარა მონაწილეემა ამერიკიდან ირინოლა ურუშაძემ და ანა მანიამ შეასრულეს სიმღერა ,,ანო და ვანო”. ბარბარობის დღესასწაულისადმი მომზადებული პრეზენტაცია წარმოადგინეს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნია ტაკიძემ და ნია მალაზონიამ. ლექსი ,, მე ქართველი ვარ” ომახიანად წაიკითხა გიორგი ფილაურმა. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა I¹ კლასის მოსწავლემ ნიტა ხმელიძემ ტკბილი ხმით შეასრულა შესაშობაო საგალობელი.

საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლის მოსწავლეები : ნინო აბრამიშვილი, მარიამ კენჭოშვილი, ბარბარე სულხანიშვილი, პედაგოგი მარიამ ფოჩხიძე წარსგდგნენ სიმღერით გურული იავნანა და თუშური სატრფიალო. მადრიდის საკვირაო სკოლის ,,ბეღურას” ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა საშობაო სიმღერა(ხელმძღვანელი თეა ქურხული).

შობის დღესასწაულს ძალიან უხდება ბალეტი.სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა სტუმარმა ქორეოგრაფმა და ბალერინა გვანცა ლაზარაშვილმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ბალეტის შესახებ და მის როლზე პიროვნების განვითარებაში.

დასასრულს მოულოდნელმა სტუმარმა კიდევ მეტი ხალისი შეჰმატა შეხვედრას.

თოვლის ბაბუამ, დიახ! თოვლის ბაბუამ ბავშვებს მიულოცა ბარბარობა,დამდეგი შობა და ახალ წელი! თოვლის ბაბუს თხოვნით მია რეხვიაშვილმა ბელგიიდან წაიკითხა ლექსი,რომელმაც აღაფრთოვანა მონაწილენი.

,,ყველაფერი კარგად იქნება“ – ასე ეწოდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლექსს, რომელიც წაიკითხეს სენაკის კერძო სკოლის მოსწავლეებმა.

ღონისძიების პარტნიორი გახლდათ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. სკოლის პიარის, ნანა ვერულაშვილის მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა მსახიობ ნიკა შაბურიშვილს, რომლის დამარებით ღონისძიებაზე ბავშვებს ეწვია თოვლის ბაბუა.

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ამ ეტაბზე კვლავ აგრძელებს ონლაინ შეხვედრეს. თუმცა იმედოვნებს, რომ მალე მოვა დრო, როდეაც ყველანი ერთად, პირისპირ შეხვედრას ვიზეიმებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები