თბილისში ავტომობილის შეჯახების შედეგად 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა
თბილისში, წუხელ გვიან ღამით, მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ავტომობილი 14 წლის მოზარდს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშო ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე სამართალდამცველები მუშაობდენ.