უბედური შემთხვევა გორში – მტკვარში ორი მამაკაცი დაიხრჩო

   გორთან, მტკვარში ორი მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ სოფელ ტინისხიდთან მოხდა. ამის შესახებ „კვირას“ შიდა ქართლის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ შენგელიამ განუცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ზურაბ შეყელაშვილი ნასვამი იყო და მდინარეში შეცურა, თუმცა გამოსვლა ვეღარ მოახერხა. მასთან ერთად მყოფი 54 წლის იოსებ ყაზარაშვილი მის დასახმარებლად მტკვარში გადახტა, თუმცა მდინარიდან გამოსვლა ვერც მან შეძლო.
„რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა იოსებ ყაზარაშვილის გვამი იპოვეს. ამ დროისთვის შიდა ქართლის და თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ბრიგადები ზურაბ შეყელაშვილს ეძებენ“, – განუცხადა „კვირას“ მიხეილ შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები