ქობულეთში მოზარდს პიროტექნიკა აუფეთქდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ბავშვს პიროტექნიკა აუფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლამდე მოზარდს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. თავდაპირველად დაშავებული ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

„კვირა“ მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები