საქართველოს მთავრობა გურიის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, აშენდა 22 საბავშვო ბაღი, განხორციელდა ბაღების რეაბილიტაციის 11 პროექტი, იგეგმება 18 ბაღის მშენებლობა, 6 ბაღის რეაბილიტაცია;
აშენდა 14 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაციის 14 პროექტი, იგეგმება 6 სკოლის მშენებლობა, 12 სკოლის რეაბილიტაცია;
განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (767 კმ), მიმდინარეობს – 75,4კმ-ზე;
აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 158 ხიდი, ხიდ-ბოგირი, მიმდინარეობს 17 ხიდის
მშენებლობა-რეაბილიტაცია;
განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 82 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 6 პროექტი;
გაზიფიცირდა 138 დასახლებული პუნქტი ( 33 647 აბონენტს მიეცა შესაძლებლობა ქსელზე დაერთების);
მოეწყო და რეაბილიტირდა 92 სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 3 სკვერის მოწყობა;
მოეწყო და რეაბილიტირდა 137 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ამჟამად
მიმდინარეობს 2 სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა-რეაბილიტაცია;
აშენდა და რეაბილიტირდა 21 კულტურული ობიექტი, ამჟამად მიმდინარეობს 1.