ბაკურ ავსაჯანიშვილი: ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად  ჩამოვაყალიბოთ მომავალი, რომელიც ქართველი და ჩეხი ხალხის მისწრაფებებსა და პოტენციალს, მუნიციპალურ დონეზე ასახავს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ სრსენს უმასპინძლა.

 

შეხვედრის მთავარი თემა, თვითმმართველობის განხორციელების გამოცდილებების გაზიარებას, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეეხებოდა

რადიმ სრსენის განცხადებით, მოხარულია, რომ ყაზბეგში იმყოფება.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ყაზბეგში, მუნიციპალიტეტში, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს. მსურს, ჩეხეთის განვითარების ჯგუფმა, მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და მხარი დაუჭიროს ყველა პროექტს, რომელიც ახალგაზრდობის საჭიროებებს შეეხება”, – აცხადებს რადიმ სრსენი.

ავსაჯანიშვილის თქმით, თანამშრომლობა პროგრესის ქვაკუთხედია.

„თანამშრომლობა არის პროგრესის ქვაკუთხედი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად  ჩამოვაყალიბოთ მომავალი, რომელიც ქართველი და ჩეხი ხალხის მისწრაფებებსა და პოტენციალს, მუნიციპალურ დონეზე ასახავს. ახალგაზრდობა არის ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების ხერხემალი და ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა მათ მივაწოდოთ რესურსები და შესაძლებლობა, რომლებიც განვითარებისთვისაა საჭირო”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები