ერდოღანი სტამბოლში ფაშინიანს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ოფიციალური ცერემონიით დახვდა. დელეგაციების წარდგენის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი და ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრაზე გაემართნენ.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის დროს განხილული იყო თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიას მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და მიმდინარე რეგიონული მოვლენები.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები