სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში სანდრო გეგეჭკორის საფორტეპიანო სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში იყო შუბერტის, დე ფალას, პროკოფიევისა და მონსალვაჩეს ნაწარმოებები.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
მინისტრმა სანდრო გეგეჭკორს კონცერტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
ჯულიარდის სკოლის სტუდენტი სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის არტისტია.