ვანის საკრებულოს წევრს “ევროპული საქართველოდან” 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ევროპული საქართველოდან“ ვანის საკრებულოს წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე პატიმრობა შეუფარდა.

კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავება. საქმის მასალებით დგინდება, რომ ძაგნიძემ 16 წლის გოგონა გზიდან საკუთარ ავტომობილში ჩაისვა, მას ტელეფონის ნომერი, სოციალურ ქსელებში დამეგობრება და სამომავლოდ კომუნიკაცია მოსთხოვა.

ბრალდებულს დაზარალებულ არასრულწლოვანთან კომუნიკაცია აეკრძალა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები