ადვოკატი: კაბუ აცხადებს, რომ ძალადობა არ ჩაუდენია

ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობის და რეპერის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ადვოკატი – დავით სანაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, დეტალები საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გაირკვევა.

“ბატონ კახასთან გუშინ ვიმყოფებოდი ვიზიტად და აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ვინ არის ეს ქალბატონი და რა მოხდა, გაირკვევა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ვერ დაგიდასტურებთ – საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობ”,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები