დუშეთში, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა
ქალაქ დუშეთში, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა.
ბიბლიოთეკის შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის ფასადი, შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია და ჩატარდა შიდა სარემონტო სამუშაოები. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დაფინანსებით კი, ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა, წიგნადი ფონდი და ინვენტარი განახლდა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიება განხორციელდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.